"ისლამური სახელმწიფო" მისი უმნიშვნელოვანესი ლიდერის, ომარ შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის სიკვდილს ადასტურებს
13-07-2016, 23:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალი ამბების სააგენტომ, რომელიც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან არის დაკავშირებული, დაადასტურა ისლამური სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ლიდერის, ომარ შიშანის სიკვდილი. ამის შესახებ BBC წერს. შეერთებულმა შტატებმა კი შიშანის სიკვდილის თაობაზე მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში განაცხადა.

 


სააგენტო "ამაყის" ცნობით, შიშანი ერაყში, მოსულის სამხრეთით მდებარე ქალაქ შირყატში ბრძოლის დროს მოკლეს. სააგენტოს ინფორმაციით, იგი მაშინ მოკვდა, როცა მოსულის აღებაში მონაწილე ძალების მოგერიებას ცდილობდა. აღსანიშნავია, რომ ამავე სააგენტომ მარტში შიშანის მკვლელობა უარყო.

 


მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში პენტაგონმა განაცხადა, რომ შიშანი ჩრდილო–აღმოსავლეთ სირიაში შეერთებული შტატების საჰაერო დარტყმებისას მიყენებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა.

 


შიშანის ნამდვილი სახელი და გვარია თარხან ბათირაშვილი, მაგრამ ის ასევე ცნობილი იყო როგორც ომარ ჩეჩენი, წერს BBC.

 


ჟღალწვერიანი ჯიჰადისტი, როგორც ამბობენ, ისლამური სახელმწიფოს ლიდერის აბუ ბაქრ ალ–ბაღდადის ახლო სამხედრო მრჩეველი იყო.

 


გასულ წელს შეერთებულმა შტატებმა შიშანის ხელში ჩასაგდებად 5 მილიონი აშშ დოლარი დააწესა.

 

 

როგორც BBC წერს, მას არაერთი მთავარი სამხედრო პოზიცია ეკავა ჯგუფში, მათ შორის "სამხედრო მინისტრის" პოსტი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი