დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი კაბინეტის ახალ წევრებს ნიშნავს
14-07-2016, 00:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი დღეს მოგვიანებით განაგრძობს მისი ახალი კაბინეტის ფორმირების პროცესს, როცა ის დაუნინგ სთრითზე თავისი სამუშაოს პირველი სრული დღის აღსრულებას შეუდგება. ამის შესახებ BBC წერს.

 

 

"Brexit"–ის კამპანიის წამყვანმა ფიგურამ ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მან "თავმდაბლად" მიიღო მეის მიერ მის კაბინეტში საგარეო მდივნის პოსტის შეთავაზება.

 


ყოფილი საგარეო მდივანი ფილიპ ჰამონდი ფინანსთა მინისტრი გახდა, ამბერ რუდი შინაგან საქმეთა მდივანი, ევროსკეპტიკოსი დევიდ დევისი ახალი სამინისტროს, Brexit–ის მდივანი.

 

 

დაუნინგ სთრირთმა განაცხადა, რომ ფინანსთა ყოფილი მინისტრი ჯორჯ ოზბორნი მთავრობიდან წავიდა.

 

 

მოგვიანებით მეიმ ევროპის ლიდერებს უთხრა, რომ იგი ერთგულია იმისა, რომ დიდმა ბრიტანეთმა დატოვოს ევროკავშირი.

 

 

ტერეზა მეი ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ მეორეს გუშინ, დღის მე-2 ნახევარში შეხვდა. დედოფალმა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრად დანიშნა. ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დედოფალმა მას კაბინეტის ფორმირება სთხოვა და მან აღნიშნული თხოვნა მიიღო.

 

 

 

 

იგი ბუკინგემის სასახლიდან დაუნინგ სთრითის 10 ნომერში მივიდა მას შემდეგ, რაც დევიდ ქამერონის ოჯახმა შენობა დატოვა.

 


ტერეზა მეი დედოფლის მმართველობისას მე-13 და დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ, მე-2 ქალი პრემიერ მინისტრი გახდა.

 


"მე დიდი პრემიერ მინისტრის, დევიდ ქამერონის კვალდაკვალ ვივლი. დევიდის ხელმძღვანელობის ქვეშ მთავრობამ ეკონომიკის სტაბილიზება მოახდინა, შეამცირა ბიუჯეტის დეფიციტი და უფრო მეტ ადამიანს დაეხმარა სამუშაო ადგილები ეპოვნა. მაგრამ დევიდის ნამდვილი მემკვიდრეობა არა ეკონომიკა, არამედ სოციალური სამართლიანობაა - დაწყებული ერთი და იგივე სქესის ადამიანების ქორწინების წარდგინებიდან, დამთავრებული დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებით, იმასთან ერთად, რომ დევიდ ქამერონი ერთი ერის მთავრობას უძღვებოდა და ეს არის ის სული, რომლითაც მეც ვაპირებ რომ გავუძღვე ქვეყანას.

 


ყველამ არ იცის, რომ ჩემი პარტიის სრული სახელწოდებაა კონსერვატიული და უნიონისტების პარტია და ეს სიტყვა "უნიონისტი" ძალზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჯერა გაერთიანების, ძვირფასი, ძვირფასი კავშირისა ინგლისს, შოტლანდიას, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის", - განაცხადა ტერეზა მეიმ.

 

 

ქამერონმა კი "დეილი ტელეგრაფს" თანამდებობიდან წასვლამდე განუცხადა: " მე დღეს ვტოვებ პოსტს და ვიმედოვნებ, რომ უფრო ძლიერ ქვეყანას ვიხილავ. დიდი პატივი იყო მემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც მიყვარს". პარლამენტში გამოსვლისას ქამერონმა თქვა: "ნამდვილად არაფერია შეუძლებელი თუ რაიმეს შენს გონებაში ჩაიდებ. ყოვეილვე ამის შემდეგ მე მინდა ვთქვა, ერთხელ მე მომავალი ვიყავი (ღიმილი)". ქამერონის ამ სიტყვებს კონსერვატიული პარტიის დეპუტატების სიცილი და ტაში მოჰყვა.

 

 

მოელოდნენ რომ, 2010 წლიდან პოსტზე ყველაზე ხანგრძლივად მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრი ბოლო 60 წლის განმავლობაში, 59 წლის ტერეზა მეი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად 9–კვირიან კამპანიას წარმართავდა, მაგრამ ორშაბათს მისმა ერთადერთმა კონკურენტმა ენერგეტიკის სახელმწიფო მინისტრმა, 52 წლის ანდრეა ლედსომმა კამპანიიდან გამოთიშვის თაობაზე მოულოდნელი განცხადება გააკეთა, რის შედეგადაც მეი მმართველი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობის და შესაბამისად, ქვეყნის პრემიერ მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი გახდა.

 

 

ტერეზა მეიმ, მას შემდეგ რაც იგი ტორების ახალ ლიდერად და მომავალ პრემიერ მინისტრად დასახელდა, „უკეთესი ბრიტანეთის“ შენების პირობა დადო და თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას „წარმატებად“ აქცევს.

 


BBC –ის ცნობით, პარლამენტის გარეთ საუბრისას, მეიმ განაცხადა, რომ მას „პატივი ერგო“ შეცვალოს დევიდ ქამერონი, მას შემდეგ რაც მისმა ერთადერთმა მოწინააღმდეგემ, ენერგეტიკის სახელმწიფო მინისტრმა ანდრეა ლედსომმა მოულოდნელად განაცხადა, რომ იგი გამოეთიშა კამპანიას.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი