"ქართული ოცნება": საგურამოში გამართულ ღონისძიებაზე ავთანდილ მარგიანი მოწვეული არ ყოფილა
14-07-2016, 02:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგურამოში, გუშინ "ქართული ოცნების" მიერ გამართულ ღონისძიებაზე ზოგიერთი ისეთი პირიც მოხვდა, რომლებიც საორგანიზაციო ჯგუფის მიერ მიწვეულები არ ყოფილან, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ავრცელებს.

 

 

”გუშინ, საგურამოში პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" საზოგადოებას გუნდის ახალი წევრები წარუდგინა. პოლიტიკოსებთან ერთად, პარტიულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები სხვადასხვა სფეროდან. აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების" და მისი განახლებული შემადგენლობისადმი არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ღონისძიებაზე ზოგიერთი ისეთი პირიც მოხვდა, რომლებიც არ ყოფილან მიწვეულები საორგანიზაციო ჯგუფის მიერ. მათ შორის, ღონისძიებაზე მოწვეული არ ყოფილა ბატონი ავთანდილ მარგიანი. მის მიერ მედიასთან გაკეთებული კომენტარებიც ცხადია არ შეესაბამება რეალობას და ის ნამდვილად არავითარ კავშირში არ არის "ქართულ ოცნებასთან", როგორც ჩანს ბატონი ავთანდილის განცხადება, უბრალოდ მის სპეციფიურ იუმორთან იყო დაკავშირებული”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი