ჩვენ გვინდა დავანახოთ ევროპის ქვეყნებს, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, რომელიც პრობლემებს შექმნის, პირიქით, ხელს შეუწყობს ევროკავშირის გაძლიერებას, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლის დროს.
„ქართველები არ ცდილობენ გარდაიქმნან ისეთად, რაც არასოდეს არ ყოფილან, ქართველები ნამდვილად არიან ევროპელები. ჩვენი კულტურა არის მიმანიშნებელი ამის და ჩვენი ისტორია ყოველთვის არის დაკავშირებული ევროპასთან. ევროპა არის ჩვენი წარსული, ევროპა არის ჩვენი მომავალი. ჩვენ გვესმის, რომ ძალიან ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ, ქართველები მზად არიან მაქსიმალური ძალისხმევა წარმართონ, რომ საქართველო ნამდვილად ჩამოყალიბდეს ევროპულ ქვეყნად. ჩვენი პროგრესი ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო ახორციელებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც იკისრა ქვეყანამ, ეს ჩვენთვის არის გზამკვლევი, ტრანსპორტის, ეკონომიკის, მრეწველობის სფეროში რეფორმებისკენ. ჩვენ გადავსინჯეთ ჩვენი საკანონმდებლო ჩარჩო საკმაოდ ძირეულად, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები შევასრულეთ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ბათუმში ევროინტეგრაციის თემაზე მე-13 საერთაშორისო კონფერენცია დღეს გაიხსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.