"დღეს ვაყენებ ასეთ მოთხოვნას - გამოუშვან საპატიმრო დაწესებულებიდან სალომე ჩარკვიანი", - აცხადებს „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი, ვახტანგ რჩეულიშვილი.
"რეალურად სალომეთი აიძულეს მაია, რომ ეთქვა ყველა ფინანსურ საკითხზე ისაა პასუხისმგებელი. სალომე აშკარად უდანაშაულოა. გამოუშვან ის და ეს საქმე დაენგრევათ. ეს არის გეგმაზომიერი ოპერაცია, რომელიც წინა არჩევნებზე განხორციელდა „დექსუსის“ შემოგზავნით და ქონების ნაწილის მითვისებით. ახლა კი ამ გზით უნდათ მეორე ნაწილის მითვისება. მე რომ დღეს დავაყენო მოთხოვნა, რომ გუკა გამოუშვან, გუკა არ გამოვა, სანამ მაია არ გამოვა. არც გუკა გამოვა მაიას გარეშე და არც მაია გუკას გარეშე", - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.
მისი შეფასებით, ყველა დაკავებული პირი არჩილ კბილაშვილის და მისი პროკურატურის პირადი პატიმარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.