ხონის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ guardian.ge–ს ხონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებული ზიანი გორდის, დედალაურის, მათხოჯისა და ძეძილეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებს მიაყენა. დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, ხიდ-ბოგირები.
"სტიქიის შედეგები ადგილზე მოინახულეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. შესაბამისმა კომისიამ ზარალის აღწერა უკვე დაასრულა. შედგა აქტები, რომლითაც უახლოეს დროში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართავენ.
ადგილობრივი ძალებით დაწყებულია სალიკვიდაციო სამუშაოები. სოფელ ახალბედისეულში გაიწმინდა ხიდ-ბოგირები, შიდა გზები. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები სტიქიის ზონაში არსებული სავარგულებისა და ბაღ–ვენახების მეპატრონეებს ხვდებიან და არსებულ ვითარებას ეცნობიან.
ადგილობრივი ხელისუფლება ინტენსიურად აწვდის ინფორმაციას იმერეთის სამხარეო გუბერნიას, სამელიორაციო სამსახურისა და საგზაო დეპარტამენტის ადგილობრივ წარმომადგენლებს", – აცხადებენ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.