2016 წლის განმავლობაში 3 693 ლტოლვილი გარდაცვლილად ან დაკარგულად ითვლება   
14-07-2016, 03:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე წლის განმავლობაში, 3 693 ლტოლვილი გარდაცვლილად ან დაკარგულად ითვლება.

 

 

ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

ორგანიზაციის ცნობით, 2016 წელს, 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით,  18%-ით გაიზარდა იმ ლტოლვილების რაოდენობა, რომლებიც ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ.

 

 

საუბარია იმ ლტოლვილებზე, რომლებიც აფრიკიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში შეღწევას ცდილობდნენ.

 

 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2016 წლის დასაწყისიდან ივნისის ბოლომდე, ჯამში სულ 3 693 ლტოლვილი არის დარეგისტრირებული გარდაცვლილად ან დაკარგულად ითვლება.

 

 

„2 500-ზე (2/3) მეტი ადამიანი ხმელთაშუა ზღვაში დაიხრჩო, მაშინ როდესაც ევროპაში ძირითადად კი იტალიაში გადასვლას ცდილობდნენ“,- განაცხადა მიგრაციის საკითხებზე სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა, უილიამ სვინგმა.

 

 

რაც შეეხება იმ ლტოლვილებს, ვინც, აღნიშნული 6 თვის განმავლობაში, უვნებლად შეძლეს ევროპაში შეღწევა, მათმა რიცხვმა 238 000 შეადგინა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი