ომარ ნიშნიანიძე: თუ "ქართული ოცნება" ხელს მკრავს, თავის თავს დააბრალოს
14-07-2016, 03:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ომარ ნიშნიანიძე ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სიის ფორმირებაზე საუბრობს და აცხადებს "თუ სიაში არ ვიქნები, გუნდში დავრჩები და არ მგონია, რომ გუნდმა ხელი მკრას, თუ ასე მოხდა თავის თავს დააბრალონ".    

 

 

"მე ვფიქრობ, მაქვს რესურსი, ენერგია და სუფთა წარსული. შეხვედრები მქონდა გუნდში. ჩვენ ვსაუბრობთ და ლიდერებსაც ვხვდებით. უარი მე არსად გამიგია. თუმცა, ტრაგედია არც ის იქნება სიაში თუ არ ვიქნები”, - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.    

 

 

დეპუტატმა ”ქართულ ოცნებაში” ახალ სახეებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „მათ იოლი გასეირნება არ ელოდებათ არჩევნებზე“ და დიდი შრომა მოუწევთ.    

 

 

”ძალიან კარგი და წარმატებული ახალგაზრდები არიან. ვფიქრობ, რომ ისინი შეძლებენ ამ პერიოდში საკუთარი ცნობადობის ამაღლებას. თუმცა მათ თავდაუზოგავი შრომა მოუწევთ. თუ კარგი დაბალანსებული იქნება გუნდი ახალი და ძველი სახეებით, ვფიქრობ, გუნდი წარმატებული იქნება. ნებისმიერ გუნდს სჭირდება განახლება და ახალი სისხლი და კარგია, ოღონდაც ეს არ გამოვა თუ ეს დაბალანსებული არ იქნება ძველი გამოცდილი პოლიტიკოსებით. განათლება არც ჩვენ გვაკლია და თუ მათ ჰარვარდი დაამთავრეს, ჩვენ ჯავახიშვილი დავამთავრეთ წითელ დიპლომზე. ასე, რომ გვერდში დგომით წარმატებას მივაღწევთ”, - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი