ვროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს და ამ თემაზე ბევრს ვერ ისაუბრებს.
მისი განცხადებით, წინ არის საპარლამენტო არჩევნები და მნიშვნელოვანია, რომ ის ჩატარდეს სამართლიანად და გამჭვირვალედ, მათ შორის თავისუფალი მედიისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ჩათვლით.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, „რუსთავი 2“-ის საქმე სასამართლოში განიხილება და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. წინ არის საპარლამენტო არჩევნები და მნიშვნელოვანია, რომ ის მომზადდეს და ჩატარდეს სამართლიანად და გამჭვირვალედ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალი მედიისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ჩათვლით. სწორედ ამ კუთხით დავაკვირდებით ყველაფერს. მე მქონდა საუბარი საქართველოს პრემიერთან, არჩევებთან დაკავშირებით და პრემიერ მინისტრმა პირობა დადო, რომ არჩევნები ობიექტური იქნება“, - აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.
აღნიშნული განცხადების თარგმანს „რუსთავი 2“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.