პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
14-07-2016, 04:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი მარგველაშვილმა აჭარაში რწმუნებულად ზვიად პატარაძე დანიშნა. მარგველაშვილმა პატარაძის კანდიდატურა აჭარის უმაღლეს საბჭოს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზეც წარადგინა.

 

 

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ არჩილ ხაბაძემ გააკეთა პოლიტიკური განცხადება თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით. ეს პოლიტიკური განცხადება განპირობებული იყო იმ ინტენსიური საარჩევნო კამპანიით, რომელშიც ბატონი არჩილი აპირებს ჩაბმას. გუშინ საღამოს მე, მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმა მომმართეს შესაბამისი განცხადებით, რომელიც დავაკმაყოფილე და კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობასთან კონსულტაციის გზით, აჭარაში დავნიშნე პრეზიდენტის რწმუნებული და მისი ადმინისტრაცია. დღეს დილას, მყისიერად ამ დანიშვნისთანავე, მე დავიწყე კონსულტაციები აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან ხსენებული კანდიდატის - ზურაბ პატარაძის წარდგენასთან დაკავშირებით. ახლა უკვე შესაბამისი წარდგინება გადაგზავნილია აჭარის უმაღლეს საბჭოში. წარმოებული კონსულტაციების შედეგად, მე მაქვს იმის მტკიცე რწმენა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო ახალ კანდიდატურას, რომელიც არის გავლილი ფრაქციებთან და რომელიც წარდგენილ იქნა კონსტიტუციის შესაბამისად, მთავრობასთან კონსულტაციით, აჭარის უმაღლესი საბჭო უახლოეს მომავალში დაამტკიცებს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი