გიორგი მარგველაშვილი: ზურაბ პატარაძისთვის ჩემი მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ აჭარაში უმაღლესი ევროპული სტანდარტის არჩევნები უნდა ჩატარდეს
14-07-2016, 04:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე აჭარაში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნა. გიორგი მარგველაშვილმა პატარაძის კანდიდატურა აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის პოსტზეც წარადგინა.

 

 

„ბატონ ზურაბთან, ბუნებრივია, ჩემი ძალიან მტკიცე პოზიცია და მთავარი გზავნილია არის, რომ აჭარაში უნდა ჩატარდეს უმაღლესი ევროპული სტანდარტის არჩევნები და ასევე, ის ეკონომიკური პროცესი, რომელიც ახლა რეგიონში მიმდინარეობს და გაგრძელდება - ეს არის როგორც ტურისტული სეზონი, ასევე, სასოფლო-სამეურნეო სეზონი, ეფექტურად იქნას წარმართული“, - განაცხდა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

"მინდა მადლობა ვუთხრა არჩილ ხაბაძეს იმ საქმიანობისთვის, რომელიც წლების განმავლობაში განახორციელა. მე დღეს დავდივარ აჭარაში, რომელიც სავსე არის ტურისტებით; სავსე არის ძალიან შთამბეჭდავი ახალი პროექტებით და მე მინდა ვუსურვო ბატონ ზურაბ პატარაძეს ამ მნიშვნელოვანი მისიის გაგრძელება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი