ევროკავშირთან ეკონომიკური პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო წარმატებით ახორციელებს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილ რეფორმებს.
„ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია და ის რეფორმები, რაც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარეობდა, პრიორიტეტულია. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, წარმატებით მივყვებით ამ გზას და ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს. ევროკომისარმა ჰანმა ხაზი გაუსვა თავის გამოსვლაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური პარტნიორობა ევროკავშირის ქვეყნებთან, რადგან ეკონომიკური პარტნიორობის განვითარება ქმნის უფრო მეტ სტაბილურობას რეგიონში და ეს არის ასახული ევროპის ახალ სამეზობლო პოლიტიკაში. ჩვენ ასევე განვიხილეთ ახალი ინიციატივები, როგორიც არის ევროპული სკოლის დაარსების იდეა, რომელიც იქნება რეგიონული მნიშვნელობის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა ევროკომისარ იოჰანეს ჰანს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ შემოდგომაზე საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, დღეს, საქართველოს ევროინტეგრაციის ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის დღის წესრიგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის შეხვედრის მთავარი თემები. მხარეებმა ისაუბრეს ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედების მნიშვნელობაზე, რაც მათი შეფასებით, მიუთითებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყებას. გიორგი კვირიკაშვილმა და იოჰანეს ჰანმა ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების გზაზე შემდგომი ნაბიჯები განიხილეს და ევროპის განახლებული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ევროინტეგრაციის რეფორმების წარმატებით განხორციელებას და ამ თვალსაზრისით ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს შორის. ყურადღება გამახვილდა პროგრესზე, რაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით იქნა მიღწეული. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, უვიზო მიმოსვლა იქნება ლოგიკური ნაბიჯი საქართველოს გზაზე ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაში. საუბარი შეეხო ევროკომისიის წინადადებას საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის დაარსებასთან დაკავშირებით. ევროკომისიის მოსაზრებით, სკოლას ექნება მკაფიოდ ჩამოყალიბებული საგანმანათლებლო პროგრამა და საერთაშორისო აღიარება (International Baccalaureate).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.