ვახტანგ რჩეულიშვილი: მაიას მიუგზავნეს ვიღაც პატიმრები, რომ ჩვენ ბინა გვაქვს ნაყიდი, თქვენ არ აგვიშენეთ და მსგავსი რაღაცები; ანგარიშსწორება მიდის ოჯახზე ფართო მასშტაბით
14-07-2016, 06:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვახტანგ რჩეულიშვილი აცხადებს, რომ მის ოჯახზე ფართომასშტაბიანი ანგარიშსწორება ხორციელდება, მის მუღლეს, მაია რჩეულიშვილს კი ციხეში პატიმრები მიუგზავნეს, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას მას ადვოკატები მოგვიანებით მიაწვდიან. ამის თაობაზე ვახტანგ რჩეულიშვილმა გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. იგი ამბობს, რომ სალომე ჩარკვიანი სრულიად უდანაშაულოა და მისი დაკავება მაია რჩეულიშვილზე შანტაჟისთვის მოხდა.

 

 

"ძალადობაში ვგულისხმობ იმას, რომ მიუგზავნეს ვიღაც პატიმრები, რომ ჩვენ ბინა გვაქვს ნაყიდი, თქვენ არ აგვიშენეთ და მსგავსი რაღაცები. ანგარიშსწორება მიდის ოჯახზე ფართო მასშტაბით. ახლა ადვოკატები ნახავენ მაიას და ისინი კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მომაწვდიან. მე ამ ინფორმაციებს აუცილებლად გადავამოწმებ. რასაკვირველია, სალომე ჩარკვიანი აბსოლუტურად უდანაშაულოა. სალომეს ხელი არაფერზე მიუწვდებოდა. ის იყო გაყიდვების მენეჯერი, ჩვენი პროექტის სახე. სალომე გამოიყენეს მაიაზე შანტაჟის იარაღად, დააკავეს მხოლოდ ამიტომ. მაიამაც განაცხადა, სალომე აბსოლუტურად უდანაშაულოაო. არანაირი გზა აღარ დატოვეს, ბავშვებიც დააპატიმრეს, სალომე გუკაზე პატარაა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ცენტრ-პოინტის ქონება ხელში ჩაიგდონ, მიითვისონ არჩევნების წინ და გამოიყენონ თავისი საარჩევნო მიზნებისთვის. ქონებაზე გვითხრეს, რომ სასამართლომ ჩვენ მოგვაკუთვნა და ახლა ცდილობენ, რომ წაგვართვან ისევ. აი, ამიტომ ზის მაია. როგორც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ზუსტად იგივე მოხდა ამ ხელისუფლების დროს. ხელისუფლებას არ უნდა, რომ რეაბილიტაცია დაკავშირებული იყოს მაიას სახელთან. მაიას პრაქტიკულად დაამუშავებინეს, დაადებინეს გეგმა. ცენტრ-პოინტში გაწერილია ყველა კაპიკი და ვიცით, რა არის საჭირო დამთავრებისთვის. მხოლოდ და მხოლოდ ის 10 მილიონია საჭირო, რაც მთავრობას ჩვენი ვალი აქვს, ან მოსახლეობას, სულ ერთია, ვინ გადაიხდის. მთელი ოთხი წელი დაგვაკარგვინეს, ეს მხოლოდ მაგათი ბრალია და უნდათ ახლა ყველაფერი მაიას გადააბრალონ. მინიმალური დაფინანსება რომ მოეცათ, ორი წლის წინ იქნებოდა ჩაბარებული ყველა ჩვენი შენობა. წინასაარჩევნოდ ჩვენი ქონების გამოყენება და მითვისება უნდათ. ბრძოლა მიდის ცენტრ-პოინტზე", - აცხადებს ვახტანგ რჩეულიშვილი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი