ეკა ბესელია: ჩვენი ინფორმაციით, ძალიან სწრაფად მოხდება აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება
14-07-2016, 06:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ეკა ბესელიას განცხადებით, "ძალიან სწრაფად მოხდება აჭარის მთავრობის ცვლილება და ფორმირება".

 

 

მისივე თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის წარგენის შემდეგ, ასევე სწრაფად მოხდება ახალი მთავრობის დაკომპლექტებაც.

 


„ინტერესი ძალიან მაღალია, მაგრამ ასევე ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები. და რადგან წარდგენილია უკვე არჩილ ხაბაძის შემცვლელი, ჩვენი ინფორმაციით, ძალიან სწრაფად მოხდება ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება და წარდგენა ახალი კანდიდატების, რომლებიც გააგრძელებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია აჭარაში. კონკრეტულ სახელსა და გვარებზე ვერ ვისაუბრებ ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, მაგრამ ძალიან სწრაფად მოხდება ამ კანდიდატების დასახელება. ეს პროცესი ერთიან საარჩევნო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისეთი ტიპის ცვლილებების განხორციელება, რომელიც პასუხობს იმ მთავარ მოთხოვნას რაც სჭირდება მოსახლეობას, სწრაფი რეფორმები, სწრაფი ცვლილებები, ახალი ხედვა, განახლება შემადგენლობის, რომელიც გააძლიერებს მთავრობას და იქნება ძალიან ეფექტური. სწორედ ამ აქცენტებით მოხდება გადაწყვეტილებების მიღება. არაფერი არ არის გამორიცხული“, - განაცხადა ეკა ბესელიამ ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონში".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი