საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგს და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.
შეხვედრის დაწყებამდე, გიორგი კვირიკაშვილმა და იოჰანეს ჰანმა ქართული ღვინოები დააგემოვნეს და ქართული ღვინის უძველესი კულტურის შესახებ ისაუბრეს.
სამუშაო სადილი ბათუმში, რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენციის- "საქართველოს ევროპული გზა", ფარგლებში გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.