ტერეზა მეი ახალი კაბინეტის ფორმირებას განაგრძობს. მან იუსტიციის მდივნის თანამდებობიდან მაიკლ გოვი გაათავისუფლა და მის ნაცვლად ლიზ ტრასი დანიშნა. ტრასმა ამ პოსტზე გარემოს დაცვის მდივნობიდან გადაინაცვლა. თანამდებობა დატოვა ასევე განათლების მდივანმა ნიკი მორგანმა და კულტურის მდივანმა ჯონ ვიტინგდეილმა.
ოთხშაბათს კი უკვე ცნობილი გახდა, რომ ბორის ჯონსონი საგარეო მდივნის პოსტს დაიკავებდა – რასაც ახალი პრემიერ მინისტრის მოულოდნელ ნაბიჯად აფასებენ – ფილიპ ჰამონდი კი საგარეო მდივნობიდან ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლებდა.
კაბინეტის წევრების ოთხშაბათის დანიშვნებისას ამბერ რუდი შინაგან საქმეთა მდივანი გახდა – მეის ყოფილი თანამდებობა; ევროსკეპტიკოსი დევიდ დევისი, ახალი უწყების " Brexit"– ის მდივანი გახდა, ლაიემ ფოქსმა საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით სახელმწიფო მდივნის ახალი პოსტი ჩაიბარა; მაიკლ ფალონმა კი თავდაცვის მდივნის თანამდებობა შეინარჩუნა.

"Brexit"–ის კამპანიის წამყვანმა ფიგურამ ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მან "თავმდაბლად" მიიღო მეის მიერ მის კაბინეტში საგარეო მდივნის პოსტის შეთავაზება.
დაუნინგ სთრირთმა განაცხადა, რომ ფინანსთა ყოფილი მინისტრი ჯორჯ ოზბორნი მთავრობიდან წავიდა.
მოგვიანებით მეიმ ევროპის ლიდერებს უთხრა, რომ იგი ერთგულია იმისა, რომ დიდმა ბრიტანეთმა დატოვოს ევროკავშირი.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ მის გერმანელ და ფრანგ კოლეგებს უთხრა, რომ მას არ სურს იჩქაროს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის გზაზე. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
ოთხშაბათ საღამოს გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან ფრანსუა ოლანდთან სატელეფონო საუბრებისას, მეიმ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მის მთავრობას მოლაპარაკებების დაწყებამდე დრო დასჭირდება.
"ყველა სატელეფონო საუბრისას, პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა მის ერთგულებას ბოლომდე აღასრულოს ბრიტანელი ხალხის ნება ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით", – განაცხადა მეის წარმომადგენელმა.
"პრემიერ მინისტრმა აუხსნა, რომ ჩვენ დაგვჭირდება გარკვეული დრო ამ მოლაპარაკებების მოსამზადებლად და იმედი გამოთქვა, რომ ეს კონსტრუქციული და პოზიტიური კუთხით განხორციელდება".
მერკელმა მის ბრიტანელ კოლეგას წარმატებები უსურვა. კანცლერის წარმომადგენელმა სტეფან ზაიბერტმა თქვა, რომ კოლეგები "შეთახმდნენ, რომ თანამშრომლობა და ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ვითარებაში გაგრძელდება, მათ შორის ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მიმართულებითაც".
მერკელმა, რომელსაც შეადარეს მეი, დაჟინებით მოუწოდა ევროკავშირს, მისცეს ბრიტანეთს დრო ფორმალური მოლაპარაკებების საწარმოებლად, მაგრამ ისიც თქვა, რომ ბრიტანეთმა სწრაფად უნდა განმარტოს, თუ რა სახის ურთიერთობა უნდა ევროკავშირთან.
ტერეზა მეი ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ მეორეს გუშინ, დღის მე-2 ნახევარში შეხვდა. დედოფალმა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრად დანიშნა. ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დედოფალმა მას კაბინეტის ფორმირება სთხოვა და მან აღნიშნული თხოვნა მიიღო.

იგი ბუკინგემის სასახლიდან დაუნინგ სთრითის 10 ნომერში მივიდა მას შემდეგ, რაც დევიდ ქამერონის ოჯახმა შენობა დატოვა.
ტერეზა მეი დედოფლის მმართველობისას მე-13 და დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ, მე-2 ქალი პრემიერ მინისტრი გახდა.
"მე დიდი პრემიერ მინისტრის, დევიდ ქამერონის კვალდაკვალ ვივლი. დევიდის ხელმძღვანელობის ქვეშ მთავრობამ ეკონომიკის სტაბილიზება მოახდინა, შეამცირა ბიუჯეტის დეფიციტი და უფრო მეტ ადამიანს დაეხმარა სამუშაო ადგილები ეპოვნა. მაგრამ დევიდის ნამდვილი მემკვიდრეობა არა ეკონომიკა, არამედ სოციალური სამართლიანობაა - დაწყებული ერთი და იგივე სქესის ადამიანების ქორწინების წარდგინებიდან, დამთავრებული დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებით, იმასთან ერთად, რომ დევიდ ქამერონი ერთი ერის მთავრობას უძღვებოდა და ეს არის ის სული, რომლითაც მეც ვაპირებ რომ გავუძღვე ქვეყანას.
ყველამ არ იცის, რომ ჩემი პარტიის სრული სახელწოდებაა კონსერვატიული და უნიონისტების პარტია და ეს სიტყვა "უნიონისტი" ძალზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჯერა გაერთიანების, ძვირფასი, ძვირფასი კავშირისა ინგლისს, შოტლანდიას, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის", - განაცხადა ტერეზა მეიმ.
ქამერონმა კი "დეილი ტელეგრაფს" თანამდებობიდან წასვლამდე განუცხადა: " მე დღეს ვტოვებ პოსტს და ვიმედოვნებ, რომ უფრო ძლიერ ქვეყანას ვიხილავ. დიდი პატივი იყო მემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც მიყვარს". პარლამენტში გამოსვლისას ქამერონმა თქვა: "ნამდვილად არაფერია შეუძლებელი თუ რაიმეს შენს გონებაში ჩაიდებ. ყოვეილვე ამის შემდეგ მე მინდა ვთქვა, ერთხელ მე მომავალი ვიყავი (ღიმილი)". ქამერონის ამ სიტყვებს კონსერვატიული პარტიის დეპუტატების სიცილი და ტაში მოჰყვა.
მოელოდნენ რომ, 2010 წლიდან პოსტზე ყველაზე ხანგრძლივად მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრი ბოლო 60 წლის განმავლობაში, 59 წლის ტერეზა მეი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად 9–კვირიან კამპანიას წარმართავდა, მაგრამ ორშაბათს მისმა ერთადერთმა კონკურენტმა ენერგეტიკის სახელმწიფო მინისტრმა, 52 წლის ანდრეა ლედსომმა კამპანიიდან გამოთიშვის თაობაზე მოულოდნელი განცხადება გააკეთა, რის შედეგადაც მეი მმართველი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობის და შესაბამისად, ქვეყნის პრემიერ მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი გახდა.
ტერეზა მეიმ, მას შემდეგ რაც იგი ტორების ახალ ლიდერად და მომავალ პრემიერ მინისტრად დასახელდა, „უკეთესი ბრიტანეთის“ შენების პირობა დადო და თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას „წარმატებად“ აქცევს.
BBC –ის ცნობით, პარლამენტის გარეთ საუბრისას, მეიმ განაცხადა, რომ მას „პატივი ერგო“ შეცვალოს დევიდ ქამერონი, მას შემდეგ რაც მისმა ერთადერთმა მოწინააღმდეგემ, ენერგეტიკის სახელმწიფო მინისტრმა ანდრეა ლედსომმა მოულოდნელად განაცხადა, რომ იგი გამოეთიშა კამპანიას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.