მამუკა გვარამია: რასაც მე მედავებიან, ეს ყველაფერი ფალსიფიცირებულია
04-02-2015, 23:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მამუკა გვარამიამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, წარდგენილი ბრალდება აბსურდულია და მისი წარსული პროკურატურის პოლიტიკური იარაღია.

 


“მათ სურდათ ჩემი დაკავება რამდენიმე დღის წინ, სასამართლომ უარი განუცხადა. მათ დღეს აქვთ მორიგი მცდელობა. მე არ ვყოფილვარ პარტიის წევრი არასდროს და არ გამიკეთებია პოლიტიკური განცხადებები, მაგრამ დღეს ვხედავ, რომ ჩემი საქმე, ჩემი სახელი და ჩემი წარსული პროკურატურის ხელში ხდება პოლიტიკური იარაღი. ეს ყველაფერი არის ფალსიფიცირებული, რასაც მე მედავებიან”,-აცხადებს გვარამია.

 


შეგახსენებთ, რომ მამუკა გვარამია 2004 წელს იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელიც ყოფილი პრემიერის გარდაცვალების გარემოებებს იძიებდა. მასთან ერთად ბრალდებულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უფროსის ყოფილი მოადგილეც, რომელიც იმ პერიოდში გვარამიას თანაშემწედ მუშაობდა.

 


გამოძიება მამუკა გვარამიას და როსტომ ლაზარიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი