ნინო დარასელი: „ცენტრ პოინტი“ არის კარგი მაგალითი იმის, თუ რა შეიძლება უქნას პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა წარმატებულ ბიზნესს
14-07-2016, 07:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის დის, რუსუდან კერვალიშვილის შვილის, ნინო დარასელის განცხადებით, „ცენტრ პოინტი“ არის კარგი მაგალითი იმის, თუ რა შეიძლება უქნას პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა წარმატებულ ბიზნესს.

 

 

დარასელი „ცენტრ პოინტის“ საქმეზე დაკავებული სალომე ჩარკვიანის და ირაკლი მინდელის გათავისუფლებას ითხოვს.

 

 

„პირველ რიგში მიუხედავად იმისა, რომ მე ვდგავარ ჩემი ძმის სასამართლოზე, არც ერთი წამი, გარდა იმისა, რომ არც ველი მის (გუკა რჩეულიშვილი) გათავისუფლებას არც ვითხოვ. მე ვითხოვ პირველ რიგში სალომე ჩარკვიანის გათავისუფლებას, იმიტომ, რომ ადამიანს იმის გარდა, რომ რაღაც ეტაპზე მუშაობდა „ცენტრ პოინტში“, არანაირი შეხება არ აქვს. ირაკლი მინდელზეც შემიძლია ზუსტად იგივე ვთქვა.

 

 

ყველა დაზარალებულს, რა თქმა უნდა, ვუხდი უდიდეს ბოდიშს, რომ ეს პრობლემები შეექმნათ, მაგრამ ეს პრობლემა მარტო ჩვენ არ დაგვემართა. „ცენტრ პოინტი“ არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, სახელმწიფოში პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა რა შეიძლება უქნას წარმატებულ ბიზნესს“,- განაცხადა ნინო დარასელმა

 

 

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ცენტრ-პოინტის” საქმეზე ბრალდებულებს – გურამ რჩეულიშვილს, მაია რჩეულიშვილს, ირაკლი მინდელს და სალომე ჩარკვიანს აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მაია რჩეულიშვილი დარბაზშივე აიყვანეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი