სახალხო პატრიოტული მოძრაობის „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ცეკა-ს ყოფილი მდივნის, ყოფილი ვიცე-პრემიერის (ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს) ავთანდილ მარგიანის განცხადებით, ის „ქართული ოცნების“ ახალი სახეების წარდგენაზე „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა პირმა მიიწვია.
მარგიანის თქმით, ვინც დაურეკა, მას ჯამბული ჰქვია, ხოლო გვარი არ ახსოვს.
ცეკა-ს ყოფილი მდივანი „ქართული ოცნების“ განცხადების ავტორებს აფრთხილებს, რომ იგი არის ბიძინა ივანიშვილის მეგობარი და თუ ამ განცხადების შესახებ ივანიშვილმა გაიგო, აუცილებლად მისცემს განცხადების ავტორებს შენიშვნას.
„დამირეკეს, რომ ძალიან გთხოვთ, წამობრძანდეთო. ჩვენ ველოდებოდით ბიძინას ჩამოსვლას და ბიძინა რახან არ იყო, არ მივდიოდი მე, მაგრამ რახან დამირეკეს მერე წავედი, მე გვერდზე ვცხოვრობ. მე ვინც დამირეკა, ის არის ძალიან ახლობელი მაგ „ოცნების“. მაგათთან არის, დღე და ღამე ერთად არიან. ჯამბული ჰქვია, ჯამბული, გვარი არ მახსოვს.
ჯამბული ყოფილა იქ დაცვის სამსახურში, ხოდა, გიორგი სიხარულიძე მოვნახე და მითხრა, დამირეკესო და არ მოდის ავთანდილიო? ჩავედით და იქ ახლა, ასეთი თბილი მიღება არსად არ მქონია, დავითვალეთ და დაახლოებით, 315-მა კაცმა გვაკოცა. პირადად, პირველი მაინც კვირიკაშვილი იყო. იქ მოსაწვევები არავის არ ჰქონდა. იქ იყო ღიად, რომ ვატარებთ შეკრებას ოცნების სახელით ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში... მაგას ბიძინა რომ გაიგონებს, მაგათ ყურებს აუწევთ. ბიძინა ბატონი? ბიძინასნაირი წმინდა და სუფთა კაცი მეორე არ არის“,-განაცხადა მარგიანმა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს განცხადებით, პარტიის ახალი სახეების წარდგენაზე ავთანდილ მარგიანი არ მიუწვევიათ. როგორც პარტიაში აცხადებენ, მარგიანის კომენტარი „სპეციფიკური იუმორი“ იყო და მას კავშირი არ აქვს "ქართულ ოცნებასთან".
ავთანდილ მარგიანმა გუშინ საგურამოში, "ქართული ოცნების" ახალი სახეების წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ უერთდება.
„ერთიანმა საქართველომ გადაწყვიტა უკვე დიდი ხანია, შეუერთდეს ბატონ ბიძინას მიერ დაფუძნებულ მოქალაქეთა კავშირს, „ოცნებას“. ჩვენ უკვე პირდაპირ მოვიტანეთ დოკუმენტიც, ყველაფერი და 80 000 წევრი გვყავს ამ პარტიებს. პოლიტიკურ გაერთიანება „ერთიანი საქართველოსთვის“ შედის 7 პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია. დღეს გამოვაცხადეთ და ჩავაბარეთ, რომ ვართ „ქართული ოცნების“ წევრი. მათი პოზიცია იყო ძმობა და სიყვარული. ოცნების უფლება ყველას აქვს. ჩვენი ლოზუნგია - „ჩვენი ოცნება შენკენ ისწრაფვის, ჩვენს გულში შენი ბრწყინავს ცისკარი, ივანიშვილო, შენზე ძვირფასი, ვის გვყავს ქართველებს დასაფიცარი. საპარლამენტო სიაში კი არა, შეიძლება, სათავეშიც ვიყო. ვნახოთ“, - თქვა გუშინ მარგიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.