სახალხო პატრიოტული მოძრაობის „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ცეკა-ს ყოფილი მდივნის, ყოფილი ვიცე-პრემიერის (ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს) ავთანდილ მარგიანის განცხადებით, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშივლისნაირ ადამიანთან ურთიერთობა მისთვის სახელოვანი საქმეა.
„ბიძინა ივანიშვილისნაირ წმინდა ადამიანთან ურთიერთობა ჩემთვის არის სახელოვანი საქმე. რამდენჯერაც შევხვდი, სადაც დამინახა, თითქმის საყვედური მითხრა: „ბატონო ავთანდილ ჩვენ ერთმანეთს ხშირად რატომ ვერ უნდა ვხვდებოდეთ“,-განაცხადა მარგიანმა.
სახალხო პატრიოტული მოძრაობის „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის თქმითვე, თუ „ქართულ ოცნებას“ გუშინ საგურამოში ახალი სახეების წარდგენაზე არ მიუწვევია, მაშინ რატომ გადაკოცნა ის 400-მა ადამიანმა.
მაშინ რაზე ჩამაფრინდა 400 კაცი, რომ მაკოცეს, თუ არ მიმიწვიეს. ნახეთ სურათი როგორი კოცნით შემხვდა სულ ყველა. მე ასეთი სასიამოვნო დღე არც მახსოვს რაც გუშინ ვნახე. ოღონდ არა პოლიტიკურად არამედ, ნონა გაფრინდაშვილი რომ იყო იქ, ასევე სხვა განთქმული ადამიანები, ყველა ცნობილი მსახიობები, სახელოვანი პოეტები, მარტო კახი კავსაძე რამდენი ხანია არ მენახა.
შეიძლება რაღაცაშია საქმე, მე ახლა ვერ დავაბრალებ ამას „ოცნების“ ვერც ერთ წევრს და ვერც ხელმძღვანელობას რომ პროვოკაციას მე მიწყობენ. შეიძლება ვინმე შიგნიდან არის აქედან იქიდან. ხედავენ, რომ მე ერთდერთი კი არ ვარ ერთ-ერთი ვარ, რომელიც ვამზადებ და მთელი ცხოვრება ვემზადები იმისთვის, რომ ჩრდილოეთიდან მესამეჯერ მზე ამოვიყვანო... ალბათ, საბავშო ბაღიც აქვთ იქ და არის ხოლმე პატარა ბავშვები...“,-განაცხადა მარგიანმა და მორიგი ლექსი წაიკითხა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს განცხადებით, პარტიის ახალი სახეების წარდგენაზე ავთანდილ მარგიანი არ მიუწვევიათ. როგორც პარტიაში აცხადებენ, მარგიანის კომენტარი „სპეციფიკური იუმორი“ იყო და მას კავშირი არ აქვს "ქართულ ოცნებასთან".
ავთანდილ მარგიანმა გუშინ საგურამოში, "ქართული ოცნების" ახალი სახეების წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ უერთდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.