მოსამართლე თამაზ ურთმელიძის კანდიდატურას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა. ურთმელიძეს კანდიდატურა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ვაკანსიაზე ჰქონდა წარდგენილი.
სულ ამ კოლეგიაში მოსამართლის 10 თანამდებობაზე ჩატარდა კონკურსი. ურთმელიძე ორჯერ გავიდა მეორე ტურში, თუმცა ფარული კენჭისყრის შედეგად არჩევისთვის საკმარისი - საბჭოს წევრთა რაოდენობის მინიმუმ 10 ხმა ვერ მოაგროვა.
ურთმელიძეს, რომელმაც პირველ ინსტანციაში „რუსთავი 2“-ის საქმე განიხილა, 10-წლიანი ვადა ამოწურული აქვს. საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ 10 ვაკანსიაზე შემდეგი მოსამართლეები დაინიშნენ: ბურჯანაძე თამარი, გოგიჩაშვილი გიორგი, კაკაბაძე ვლადიმერი, კუჭავა ქეთევანი, მიქაბერიძე ლევანი, შიოშვილი ნათია, ჩიხლაძე თამარი, წიქარიძე შორენა, ჭედია მაკა და ტუკვაძე ელისო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.