ნინო ბურჯანაძე: გამორიცხულია, კობა დავითაშვილის გატაცებაში სააკაშვილის ხელი არ ერიოს
14-07-2016, 09:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის,  ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბერს, საპროტესტო  აქციის დროს დეპუტატ კობა დავითაშვილის გატაცება და ცემა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის,  მიხეილ სააკაშვილის გარეშე არ მოხდებოდა.

 

 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმითვე, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კობა დავითაშვილის სოცოცხლეს საფრთხე არ შექმნოდა.

 

 

"ერთადერთი, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, როგორც კი გავიგე ამ საზარელი ფაქტის თაობაზე, სასწრაფოდ ჩავერთე, დავიწყე ძებნა, ვინაიდან არ ვიცოდით, სად იმყოფებოდა ბატონი დავითაშვილი. მაგრამ ის ფაქტი, რომ აღმოჩნდა თბილისიდან წაყვანილი და სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული, ძალიან სერიოზულ მტკიცებულებას წარმოადგენს. ეს იყო ამაზრზენი ფაქტი. ჩემი კომპეტენციის და მის ფარგლებს გარეთაც, ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნოდა", - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ  კარგია, რომ ეს საქმე გამოძიების ეტაპზეა და კარგი იქნება, თუ ობიექტური გამოძიება იქნება და ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს.

 

 

„ეს ადამიანები, ვინც ბრალდებულები არიან, უნდა დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით. ეს არ მოხდებოდა სააკაშვილის გარეშე, აბსოლუტურად გამორიცხულია. არც ერთ ქვეყანაში, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები, დიქტატორულ ქვეყნებს ვგულისხმობ, როგორიც იყო საქართველო სააკაშვილის ხელში, პრეზიდენტის გარეშე არ მიიღება. ასე რომ, პასუხი უნდა აგონ სწორედ უმაღლესი თანამდებობის პირებმა და არა მხოლოდ მათ, ვინც ეს დავალება შეასრულეს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

დღეს ცობილი გახდა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო  აქციის დროს, კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ზურაბ ადეიშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ქარსელაძე და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი ედიშერ კობახიძე.

 

 

„2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო  აქციის დროს, კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ნაცემ მდგომარეობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მიერ, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის დავით ქარსელაძის დანაშაულებრივი გეგმითა და ორგანიზებით განხორციელდა“, - ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი