ნინო ბურჯანაძე: არც NATO-ს და არც რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე - ეს იქნება უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი
14-07-2016, 10:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, უბლოკო სტატუსი საქართველოსთვის ერთადერთი უსაფრთხოების გარანტია.

 

 

მისი თქმით, ეს დადასტურდა როგორც NATO-ს გენერალური მდივნის, ისე NATO-ში რუსეთის წარმომადგენლის განცხადებებით.

 

 

 "მინდა ხაზი გავუსვა იმ ინიციატივას, რომელიც წამოვაყენეთ საქართველოს უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით. ის რომ, ეს ინიციატივა არის საქართველოს გამთლიანების, რეალური წინსვლის გარანტი, დღესაც დადასტურდა განცხადებებით, რომელიც გაკეთდა ერთის მხრივ, NATO-ს გენერალური მდივნის მხრიდან, ხოლო მეორეს მხრივ, რუსეთის წარმომადგენლის მხრიდან NATO-ში - რომ შავ ზღვაში NATO-ს აქტიურობა, ან პორტების NATO-ს ქვეყნების მხრიდან აქტიური გამოყენება არ გააუმჯობესებს რეგიონში მდგომარეობას, არამედ პირიქით, შესაძლოა, დესტაბილიზაციის წყარო გახდეს.

 

 

სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვსაუბრობდი თავდაცვის მინისტრის მავნებლური განცხადებების შესახებ, როდესაც განაცხადა, რომ საქართველომ თავისი პორტები და საზღვაო აკვატორია ისევე უნდა გამოაყენებინოს NATO-ს, როგორც NATO-ს წევრ სახელმწიფოებს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

მისი თქმით, ეს იქნება ძალიან მძიმე შედეგების მომტანი და სახიფათო საქართველოსთვის.

 

 

"ის რომ, ჩვენ ამ სახიფათო თამაშებში არ ჩავერთოთ, გვქონდეს გარანტია საქართველოს რეალური უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის, ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება და საქართველომ გამოაცხადოს უბლოკო სტატუსი. არც NATO-ს ჯარი, არც რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე! ეს იქნება სწორედ სტაბილურობის და უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი რეგიონში", - აღნიშნა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი