გიორგი კვირიკაშვილი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ყოფილ ევროკომისარს შეხვდა
14-07-2016, 10:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ყოფილ ევროკომისარს, ევროკომისიის წევრს, გიუნტერ ფერჰოიგენს შეხვდა.

 

 

საუბრის მთავარი თემები საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიუნტერ ფერჰოიგენს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგი გააცნო და მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე ესაუბრა.

 

 

საუბარი შეეხო საქართველო ევროინტეგრაციის საკითხებს და სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს. გიუნტერ ფერჰოიგენის შეფასებით, საქართველომ ამ მიმართულებით განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები და შექმნილია ყველა პირობა ევროპის მხრიდან საპასუხო ნაბიჯის გადასადგმელად. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები უახლოეს მომავალში შეძლებენ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას.

 

 

მხარეებმა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა გიუნტერ ფერჰოიგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ევროინტეგრაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი