საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნაპოვნი იქნება გზები, რომ გაზის საფასურის გაძვირება ამ ეტაპზე არ მოხდეს. პრემიერმა ორივე ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკურ საბჭოს მოუწოდა გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით წარმოშობილი საკითხი აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებების გზით უსწრაფესად გადაწვიტონ. აღნიშნულ თემაზე პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
''რაც შეეხება გაზის საკითხს, ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ჩვენ არ უნდა ვიჩქაროთ. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ ყველაფერი კიდევ ერთხელ კარგად გავაანალიზოთ. ჩემი დავალებით ეკონომიკურმა საბჭომ დაიწყო ამ საკითხის შესწავლა, უფრო კარგად გაანალიზება. ჩვენ გამოვნახავთ გზებს იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ გაზის საფასურის გაძვირება ამ ეტაპზე მაინც", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა ეკონომიკურ გუნდს მოუწოდა, გაზის საფასურის გაძვირების საკითხის გადავადებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები აწარმოოს.
"ჩვენ თავად "სოკარის" წარმომადგენლებთანაც გვქონდა კომუნიკაცია და ისინი აბსოლუტურად მზად არიან, რომ მოვილაპარაკოთ ამ თემაზე. მინდა ორივე ვიცე-პრემიერს მოგიწოდოთ, ეკონომიკურ საბჭოსთან ერთად ეს საკითხი უსწრაფესად გადაწვიტოთ. შეიძლება ჩვენ მივმართოთ თხოვნით აზერბაიჯანის მხარესაც, რომ მოხდეს საკითხის გადავადება, პროცესის გადაწევა. მიმაჩნია, რომ არის გარკვეული გზები თავიდან ავირიდოთ გაზის ფასის გაძვირება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.