დონალდ ტრამპმა ინდიანას გუბერნატორი მაიკ პენსი ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატად შეარჩია
15-07-2016, 00:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ინდიანას გუბერნატორი მაიკ პენსი ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატად შეარჩია. ამის შესახებ შეერთებული შტატების მედია იუწყება.

 


ტრამპის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამ ფაქტის საჯაროდ გამოცხადება პარასკევს იყო დაგეგმილი, მაგრამ ღონისძიება საფრანგეთში, ნიცაში მომხდარი შეტაკების გამო გადაიდო.

 


ABC–ის ახალ ამბებთან დაახლოებული წყაროების ცნობით, პენსმა შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა.

 

 

მიუხედავად ამისა ტრამპმა Fox News–ს ხუთშაბათს განუცხადა: "მე ჩემი საბოლოო, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია".

 

 

ტრამპი იმედოვნებს, რომ პენსი დაეხმარება მას პარტიის კონსერვატორების მოზიდვაში.

 

 

ამერიკული მედია სხვა კანდიდატებსაც ასახელებს, რომლებიც ასევე განიხილებოდნენ ტრამპის მიერ ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატებად. ესენი არიან კონგრესის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი და ნიუ ჯერსის გუბერნატორი ქრის ქრისტი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი