საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა
15-07-2016, 01:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა. აღნიშნული განცხადება "დოიჩე ველეს"ცნობით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ამ დრომდე საავადმყოფოებში კრიტიკულ მდგომარეობაში 18 ადამიანი რჩება.

 

 

მამაკაცმა, ხუთაშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:00 საათაზე სატვირთო ავტომანქანა ნიცაში შეჯგუფებულ ხალხში, რომლებიც ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ ფეირვერკებს შესცქეროდა, სწრაფი სიჩქარით შეიყვანა.

 

 

მძღოლმა ასევე მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. პოლიციამ იგი ადგილზევე მოკლა. "როიტერსის" ცნობით, თავდამსხმელის ვინაობა პოლიციისთვის ცნობილი იყო, მაგრამ სპეცსამსახურებისთვის - არა.

 

 

ოფიციალური პირების განცხადებით, სატვირთო ავტომანქანაში იარაღები, ტყვიები და ყუმბარმტყორცნები იპოვეს, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ ის ნამდვილი არ იყო. ფრანგული მედიის ცნობით, თავდამსხმელი ტუნისური წარმომავლობის 31 წლის ფრანგი მამაკაცია, რომელიც ადგილობრივი მკვიდრი იყო, თუმცა პოლიციას ჯერ ეს არ დაუდასტურებია.

 


საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი დღეს, ვიწრო შემადგენლობით ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს.

 

 

გამთენიამდე ერისადმი მიმართვაში ოლანდმა განაცხადა, რომ მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ეს ტერორისტული აქტია. "საფრანგეთი ამ ახალი ტრაგედიის გამო დიდ მწუხარებაშია მოცული", – აღნიშნა მან. ოლანდმა შენიშნა, რომ მოკლულთა შორის ბავშვებიც არიან.

 

 

მან თავდასხმას, რომელიც საფრანგეთის მიერ 1789 წლის ბასტილიის ციხის რევოლუციის გზით აღების 237–ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო დღეს მოხდა, ფანატიკოსების მხრიდან თავისუფლებაზე თავდასხმა უწოდა. ამის მიუხედავად საფრანგეთი სირიასა და ერაყში სამხედრო ოპერაციებს განაგრძობს.

 

 

ფრანსუა ოლანდმა ნიცაში მომხდარ თავდასხმამდე სულ რაღაც რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ ქვეყანაში, 2015 წლის ნოემბრის თავდასხმების შემდეგ დაწესებული საგანგებო მდგომარეობა ივლისის ბოლოდან მოიხსნებოდა, მაგრამ თავდასხმის შემდეგ თქვა, რომ ის გახანგრძლივდება. 

 

 

მომხდარიდან 6 საათის გასვლის შემდეგ, შეიარაღებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. 

 

 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელიც მონღოლეთში აზია–ევროპის სამიტზე იმყოფება, განაცხადა, რომ გერმანია ტერორიზმთან ბრძოლაში საფრანგეთის გვერდით დგას.    

 

 

"სიტყვებით ვერ გამოხატავ იმას, რაც ჩვენ ფრანგ მეგობრებთან გვაკავშირებს ამ მტკივნეულ საათებში. ეს საზარელი თავდასხმა მათ ეროვნულ დღესასწაულზე მოხდა – დღესასწაულზე, რომელიც არის სიამაყის დღე, მაგრამ ახლა დიდი გლოვის დღე გახდა", – განაცხადა მერკელმა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი