ფრანსუა ოლანდმა ნიცაში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა
15-07-2016, 01:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"საფრანგეთი ამ ახალი ტრაგედიის გამო დიდ მწუხარებაშია მოცული", - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელსაც ეჭვი არ ეპარება, რომ ნიცაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა ტერორისტული აქტია. ოლანდმა შენიშნა, რომ მოკლულთა შორის ბავშვებიც არიან.

 


მან თავდასხმას, რომელიც საფრანგეთის მიერ 1789 წლის ბასტილიის ციხის რევოლუციის გზით აღების 237–ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო დღეს მოხდა, ფანატიკოსების მხრიდან თავისუფლებაზე თავდასხმა უწოდა.

 


ფრანსუა ოლანდი დღეს, ვიწრო შემადგენლობით ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს.

 

 

 

ბოლო ინფორმაციით, ნიცაში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხი 84-მდე გაიზარდა. კრიტიკულ მდგომარეობაში 18 ადამიანი რჩება.

 

 

მამაკაცმა სატვირთო ავტომანქანა ნიცაში შეჯგუფებულ ხალხში, რომლებიც ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ ფეირვერკებს შესცეროდა, სწრაფი სიჩქარით შეიყვანა.

 

 

მძღოლმა ასევე მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. პოლიციამ იგი ადგილზევე მოკლა. "როიტერსის" ცნობით, თავდამსხმელის ვინაობა პოლიციისთვის ცნობილი იყო, მაგრამ სპეცსამსახურებისთვის - არა.

 

 

ოფიციალური პირების განცხადებით, სატვირთო ავტომანქანაში იარაღები და ტყვიები არის ნაპოვნი. ფრანგული მედიის ცნობით, თავდამსხმელი ტუნისური წარმომავლობის 31 წლის მამაკაცია.

 

 

მომხდარიდან 6 საათის გასვლის შემდეგ, პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი