ფრანგული მედია: თავდამსხმელი ტუნისური წარმომავლობის 31 წლის მამაკაცია, რომელიც ადგილობრივი მკვიდრი იყო
15-07-2016, 01:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფრანგული მედია საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი თავდასხმის განმხორციელებელ პირს ასახელებს. ფრანგული მედიის ცნობით, თავდამსხმელი ტუნისური წარმომავლობის 31 წლის ფრანგი მამაკაცია, რომელიც ადგილობრივი მკვიდრი იყო. მოგვიანებით მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ იგი მუჰამედ ლაჰუაიეჯ ბუჰლელია.

 


ნიცაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დრომდე საავადმყოფოებში კრიტიკულ მდგომარეობაში 18 ადამიანი რჩება.

 


მამაკაცმა სატვირთო ავტომანქანა ნიცაში შეჯგუფებულ ხალხში, რომლებიც ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ ფეირვერკებს შესცქეროდა, სწრაფი სიჩქარით შეიყვანა.

 


მძღოლმა ასევე მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. პოლიციამ იგი ადგილზევე მოკლა. "როიტერსის" ცნობით, თავდამსხმელის ვინაობა პოლიციისთვის ცნობილი იყო, მაგრამ სპეცსამსახურებისთვის - არა.

 


ოფიციალური პირების განცხადებით, სატვირთო ავტომანქანაში იარაღები და ტყვიები არის ნაპოვნი. 

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი დღეს, ვიწრო შემადგენლობით ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს.

 


გამთენიამდე ერისადმი მიმართვაში ოლანდმა განაცხადა, რომ მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ეს ტერორისტული აქტია. "საფრანგეთი ამ ახალი ტრაგედიის გამო დიდ მწუხარებაშია მოცული", – აღნიშნა მან. ოლანდმა შენიშნა, რომ მოკლულთა შორის ბავშვებიც არიან.

 


მან თავდასხმას, რომელიც საფრანგეთის მიერ 1789 წლის ბასტილიის ციხის რევოლუციის გზით აღების 237–ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო დღეს მოხდა, ფანატიკოსების მხრიდან თავისუფლებაზე თავდასხმა უწოდა.

 


ამის მიუხედავად საფრანგეთი სირიასა და ერაყში სამხედრო ოპერაციებს განაგრძობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი