საქართველოს საგარეო უწყება საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ
15-07-2016, 01:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში  ცხელი ხაზი: +33 7 83 31 86 89  მოქმედებს.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ  და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ.

 

 

ცხელი ხაზი ფუნქციონირებს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 09:00-დან 18:00 საათამდე  - (+995 32) 294 50 50;  24 საათის განმავლობაში - (+995) 577 98 40 20;

 

 

საგარეო უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ფრანგული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.

 

 

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დრომდე საავადმყოფოებში კრიტიკულ მდგომარეობაში 18 ადამიანი რჩება. მამაკაცმა სატვირთო ავტომანქანა ნიცაში შეჯგუფულ ხალხში, რომლებიც ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ ფეირვერკებს შესცქეროდა, სწრაფი სიჩქარით შეიყვანა. მძღოლმა ასევე მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. პოლიციამ იგი ადგილზევე მოკლა. "როიტერსის" ცნობით, თავდამსხმელის ვინაობა პოლიციისთვის ცნობილი იყო, მაგრამ სპეცსამსახურებისთვის - არა. ოფიციალური პირების განცხადებით, სატვირთო ავტომანქანაში იარაღები და ტყვიები არის ნაპოვნი. ფრანგული მედიის ცნობით, თავდამსხმელი ტუნისური წარმომავლობის 31 წლის მამაკაცია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი