საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით ქვეყანაში ბიზნესი "აბსოლუტურად თავისუფალია", თუმცა მან სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, რომ გადაწყვეტილებები დროულად მიიღონ და ბიზნესს ხელოვნური ბარიერები არ შეუქმნან და თუ კი რომელიმე თანამდებობის პირი, მინისტრი, მერი თუ გამგებელი, ამგვარ ბარიერებს შექმნის, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დაუყოვნებლივ უნდა დადგეს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მას, ეკონომიკის მინისტრსა და ეკონომიკური საბჭოს მდივანს რამდენიმე დღის წინათ ჰქონდათ შეხვედრა მსხვილ ბიზნესმენებთან და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.
"მე დავინტერესდი, რა პრობლემები ექმნება ან რა შეფერხებები აქვს ბიზნესს. მართლაც გავოცდი, ყველამ მითხრა, რომ გასული წელი იყო ყველასთვის საუკეთესო ბოლო 5 წლის განმავლობაში, შემოსავლების კუთხით და ზოგადად. ბიზნესი რომ აბსოლუტურად თავისუფალია ყველა ერთხმად აღიარებს. ერთადერთი მინდა მოვუწოდო ყველა ფუნქციონერს, ყველა სამინისტროს და უწყების ხელმძღვანელს, მუნიციპალიტეტს, გამგებელს, მერს თუ სხვა - მაქსიმალურად დავუჩქაროთ ყველა პროცედურები და დროში არ გაიწელოს არც ერთი გადაწყვეტილება. მთავარია, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ დროულად და ეფექტიანობა იყოს მაქსიმალურად გაზრდილი", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს მისი მოწოდება და მთავარი ამოცანაა.
"ბიზნესს ხელოვნური ბარიერები არ უნდა შევუქმნათ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი საქმე გაკეთდეს სახელმწიფოში", - განაცხადა ღარიბაშვილმა და მინისტრებს მიმართა, მისი მოწოდება მიიღონ როგორც დავალება, რომელიც თითოეული თანამშრომლის დონეზე უნდა იქნას მიტანილი.
"თუ ვინმე შექმნის ბარიერს, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ უნდა დააყენონ მათი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც არ უნდა იყოს ეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.