საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში მონაწილე პირის ვინაობა პოლიციისთვის ცნობილი იყო, სპეცსამსახურებისთვის - არა. აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
ფრანგული მედიის ცნობით, თავდამსხმელი ტუნისური წარმომავლობის 31 წლის მამაკაცია.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნიცაში მომხდარ თავდასხმას 84 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.
მამაკაცმა სატვირთო ავტომანქანა ნიცაში შეჯგუფებულ ხალხში, რომლებიც ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ ფეირვერკებს შესცქეროდა, სწრაფი სიჩქარით შეიყვანა.
მძღოლმა ასევე მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. პოლიციამ იგი ადგილზევე მოკლა.
ოფიციალური პირების განცხადებით, სატვირთო ავტომანქანაში იარაღები და ტყვიები არის ნაპოვნი.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი დღეს, ვიწრო შემადგენლობით ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს.
გამთენიამდე ერისადმი მიმართვაში ოლანდმა განაცხადა, რომ მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ეს ტერორისტული აქტია. "საფრანგეთი ამ ახალი ტრაგედიის გამო დიდ მწუხარებაშია მოცული", – აღნიშნა მან. ოლანდმა შენიშნა, რომ მოკლულთა შორის ბავშვებიც არიან.
მან თავდასხმას, რომელიც საფრანგეთის მიერ 1789 წლის ბასტილიის ციხის რევოლუციის გზით აღების 237–ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო დღეს მოხდა, ფანატიკოსების მხრიდან თავისუფლებაზე თავდასხმა უწოდა.
მომხდარიდან 6 საათის გასვლის შემდეგ, პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.