სახალხო პატრიოტული მოძრაობის „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ცეკა-ს ყოფილი მდივნის, ყოფილი ვიცე-პრემიერის (ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს) ავთანდილ მარგიანის განცხადებით, მის პარტიას 80 ათასი წევრი და ნახევარი მილიონი მხარდამჭერი ჰყავს.
ამის შესახებ მარგიანმა „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საგურამოში „ქართული ოცნების“ ახალი სახეების წარდგენაზე მიპატიჟება არ სჭირდებოდა, რადგან ის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გვერდით ცხოვრობს.
„მე ვცხოვრობ საგურამოში და ჩემს სახლთან მოვიდნენ სტუმრები და მე მიმიწვიეს იქით?! ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გვერდით ვცხოვრობ. მე მანდ ჩამასახლა საბჭოთა კავშირის განთქმულმა გმირმა, ბიძაჩემა იაროსლავ იოსელიანმა. ასეთი გაუგებრობები არ უნდა იყოს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ღმერთმა დალოცოს, სადაც არ უნდა იყოს მე მის გვერდში დავდგები...
ბიძინა ივანიშვილს ჰკითხეთ ერთი ვინ ვარ მე მისთვის, მერე „ოცნებას“ ჰკითხეთ ვისთვის ვოცნებობ მთელი ცხოვრება. ბავშვზე კარგი და საყვარელი არაფერია, მაგრამ რაღაც ბავშვური გამოდის. რაიმე ცუდს კი ვერ ვხედავ, მაგრამ ბავშვური გაუგებრობაა რაღაცა. რა შუაშია მიპატიჟება მე იქ ვცხოვრობ, მერე კიდე 320-მა კაცმა გადამკოცნა და თუ არ მიმიპატიჟეს ან რატომ უნდა მივეპატიჟე, როცა იქ ვცხოვრობ. მერ მე ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ მიპატიჟება მჭირდება? ეს ჩვენს უკვდავ, მსოფლიო ვარსკვლავს კაცობის დიდ გმირსა და ერის მომავალ ბელადს ბიძინა ივანიშვილს ჰკითხოთ ვინ ვარ მე მისთვის. ყველა ეკლესიაში, სადაც შევხვდით პატარა საყვედურიც მითხრა რატომ არ უნდა ვხვდებოდეთო...
ბიძინა ივანიშვილისნაირი, ბევრს კი არ ვამცირებ, მაგრამ ერს არ ჰყოლია. ჩვენ მას უნდა გავუფრთხილდეთ და გვერდში დავუდგეთ და თავი დავანებოთ ამ კინკლაობებს. ბიძინა ივანიშვილის გვერდში დავდგეთ და გავიმარჯვებთ ყველა ერთად...
ბიძინას, იცი რას ვატყობ, შეიძლება აღმაშენებლის და ერეკლეს გზაზე გავიდეს და ქართველი ერის მესამე დიდი ბელადი გახდეს. ხელს ნუ შეუშლით ნურავინ...
80 ათასი წევრი ჰყავს ჩვენს პარტიას და ნახევარი მილიონი მხარდამჭერი, ყველას ოფიციალურად გავაფორმებ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერად. მე არაფერი მინდა იმის გარდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გვერდში დავუდგეთ...“,-განაცხადა მარგიანმა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს განცხადებით, პარტიის ახალი სახეების წარდგენაზე ავთანდილ მარგიანი არ მიუწვევიათ. როგორც პარტიაში აცხადებენ, მარგიანის კომენტარი „სპეციფიკური იუმორი“ იყო და მას კავშირი არ აქვს "ქართულ ოცნებასთან". ავთანდილ მარგიანმა ორი დღის წინ საგურამოში, "ქართული ოცნების" ახალი სახეების წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ უერთდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.