საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ ტერორიზმი არის საფრთხე, რომელიც "საფრანგეთს მძიმედ დააწვა".
ვალსმა თქვა: "ტერორისტების მიზანია ჩააწვეთონ შიში და პანიკა, მაგრამ საფრანგეთი დიდი ქვეყანა და დიდი დემოკრატიაა, რომელიც არც დაუშვებს მის დესტაბილიზაციას".
მისი თქმით, საფრანგეთი სამდღიან ეროვნულ გლოვას აცხადებს, რომელიც ხვალიდან დაიწყება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ეს ტერორისტული აქტია. "საფრანგეთი ამ ახალი ტრაგედიის გამო დიდ მწუხარებაშია მოცული", – აღნიშნა მან. ოლანდმა შენიშნა, რომ მოკლულთა შორის ბავშვებიც არიან.
მან თავდასხმას, რომელიც საფრანგეთის მიერ 1789 წლის ბასტილიის ციხის რევოლუციის გზით აღების 237–ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო დღეს მოხდა, ფანატიკოსების მხრიდან თავისუფლებაზე თავდასხმა უწოდა. ამის მიუხედავად საფრანგეთი სირიასა და ერაყში სამხედრო ოპერაციებს განაგრძობს.
ფრანსუა ოლანდმა ნიცაში მომხდარ თავდასხმამდე სულ რაღაც რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ ქვეყანაში, 2015 წლის ნოემბრის თავდასხმების შემდეგ დაწესებული საგანგებო მდგომარეობა ივლისის ბოლოდან მოიხსნებოდა, მაგრამ თავდასხმის შემდეგ თქვა, რომ ის გახანგრძლივდება.
ბოლო ინფორმაციით, შეიარაღებულ თავდასხმას ნიცაში 84 ადამიანის, მათ შორის, დაახლოებით 10 ბავშვის სიცოხლე ემსხვერპლა.
მამაკაცმა სატვირთო ავტომანქანა ნიცაში შეჯგუფებულ ხალხში, რომლებიც ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ ფეირვერკებს შესცქეროდა, სწრაფი სიჩქარით შეიყვანა.
მძღოლმა ასევე მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. პოლიციამ იგი ადგილზევე მოკლა. "როიტერსის" ცნობით, თავდამსხმელის ვინაობა პოლიციისთვის ცნობილი იყო, მაგრამ სპეცსამსახურებისთვის - არა.
ოფიციალური პირების განცხადებით, სატვირთო ავტომანქანაში იარაღები, ტყვიები და ყუმბარმტყორცნები იპოვეს, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ ის ნამდვილი არ იყო. ფრანგული მედიის ცნობით, თავდამსხმელი ტუნისური წარმომავლობის 31 წლის ფრანგი მამაკაცია, რომელიც ადგილობრივი მკვიდრი იყო, თუმცა პოლიციას ჯერ ეს არ დაუდასტურებია.
მომხდარიდან 6 საათის გასვლის შემდეგ, შეიარაღებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.