გერმანია საფრანგეთთან სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს. ამასთან ერთად კონტროლი გამკაცრდება აეროპორტებში და საფრანგეთისკენ მიმავალ მთავარ საგზაო და სარკინიგზო მაგისტრალებზე. აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერსი" გერმანიის ფედერალურ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"საფრანგეთის უშიშროების ძალებთან კოორდინაციით, ფედერალური პოლიცია აძლიერებს კონტროლს იმ სასაზღვრო ადგილებში, საიდანაც საფრანგეთში გადასასვლელებია," – ნათქვამია გერმანიის პოლიციის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.