„პოზიციას“ ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი ნიცაში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს
15-07-2016, 04:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

 

აღნიშნულის შესახებ გურამ ადამაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

 

„შეძრწუნებული ვარ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც 80-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ და თანაგრძნობას ვუცხადებ ფრანგ ხალხს.

 

 

ნიცაში მომხდარმა ტერაქტმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა ის გამოწვევები, რომელთა წინაშე მსოფლიო დგას. ტერორისტული აქტები კაცობრიობის წინაშე უმძიმეს დანაშაულს წარმოადგენს, მისი სამიზნე არ არის კონკრეტული სახელმწიფო ან ერი. მსოფლიოს წინააღმდეგ მიმართულ ამ ქმედებას ყველა სახელმწიფო ერთობლივი ბრძოლით უნდა დაუპირისპირდეს და საბოლოოდ დაამარცხოს ეს უდიდესი ბოროტება“,-წერს გურამ ადამაშვილი.

 

 

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამ დრომდე საავადმყოფოებში კრიტიკულ მდგომარეობაში 18 ადამიანი რჩება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი