საფრანგეთში საქართველოს ელჩის, ეკატერინე სირაძე-დელონეს თქმით, ნიცაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ 4 ქართული წარმომავლობის საფრანგეთის მოქალაქეს ეძებენ. აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ელჩის თქმით, მათ ახლობლები ვერ უკავშირდებიან და შესაბამისად, საკონსულო და საელჩო მათ მოძებნაში აქტიურად ჩაერთო.
ეკატერინე სირაძე-დელონე აცხადებს, რომ საელჩოსთვის ამ ადამიანების ვინაობა ცნობილია, თუმცა, საბოლოო ინფორმაციის დადასტურებამდე, მათი ვინაობა არ ხმაურდება.
ბოლო ინფორმაციით, ნიცაში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თავდასხმას უკრაინის ერთი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთმა კი სხეულის დაზიანებები მიიღო, აღნიშნული განცხადება BBC-ის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლინკინმა გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.