გიორგი მარგველაშვილი ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტზე: ეს მოვლენა ნიშნავს იმას, რომ უნდა ამაღლდეს უსაფრთხოების ზომები
15-07-2016, 05:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ვუსამძიმრებთ და ვიზიარებთ ფრანგი ხალხის ტკივილს ქართველი ხალხის სახელით მინდა მივუსამძიმრო ფრანგ ხალხს, მათ გვერდით ვდგავართ, ვგრძნობთ და ვიზიარებთ მათ ტკივილს“,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ საკითხის კომენტირებისას.

 

 

მისი თქმით,  საქართველოს უშიშროების სამსახურები ეფექტურად მუშაობენ ამ მიმართულებით და კიდევ უფრო მეტად უნდა ამაღლდეს უსაფრთხოების ზომები ქვეყანაში.

 

 

„რაც შეეხება იმ პროცესს, რასაც ჰქვია გლობალური უსაფრთხოება და საქართველოს როლი. საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა ამისთვის, ქართველი ჯარისკაცები ბატონები და ქალბატონები, რომლებიც მსახურობენ ცხელ წერტილებში ამისთვის თავის სიცოცხლეს დებენ. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა მათ ამ გმირობისთვის. ეს მოვლენა ნიშნავს იმას, რომ ყველანი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ბუნებრივია, უნდა ამაღლდეს უსაფრთხოების ზომები და საზოგადოება უნდა იყოს დეტალურად ინფორმირებული რა ვითარებაში როგორ მოიქცეს. სამართალდამცველებიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული. საქართველო ამ თვალსაზრისით არის სახელმწიფო, რომლის უშიშროების სამსახურები ძალიან ეფექტურად მუშაობენ ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ მომავალშიც გაგრძელდება ეფექტური მუშაობა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დრომდე საავადმყოფოებში კრიტიკულ მდგომარეობაში 18 ადამიანი რჩება. მამაკაცმა სატვირთო ავტომანქანა ნიცაში შეჯგუფულ ხალხში, რომლებიც ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ ფეირვერკებს შესცქეროდა, სწრაფი სიჩქარით შეიყვანა. მძღოლმა ასევე მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. პოლიციამ იგი ადგილზევე მოკლა. "როიტერსის" ცნობით, თავდამსხმელის ვინაობა პოლიციისთვის ცნობილი იყო, მაგრამ სპეცსამსახურებისთვის - არა. ოფიციალური პირების განცხადებით, სატვირთო ავტომანქანაში იარაღები და ტყვიები არის ნაპოვნი. ფრანგული მედიის ცნობით, თავდამსხმელი ტუნისური წარმომავლობის 31 წლის მამაკაცია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი