ქობულეთის ე.წ. ემტეესის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობითი სამუშაოები გრძელდება. დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციები არასოდეს არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი საკანალიზაციო სისტემით 200-მდე ოჯახი ისარგებლებს. ამის შესახებ guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
"პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ცენტრალური მაგისტრალი, შიდა ქსელი და მოხდება საკანალიზაციო სისტემაზე მოსახლეობის დაერთება, ასევე მოეწყობა სატუმბი სადგური, საიდანაც ფეკალური მასები ქალაქის ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემაზე დაერთდება.
ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 054 788 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კომპანია „მეოხი“ აწარმოებს. პროექტის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება", – აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.