ვახტანგ გომელაური: სპეცდანიშნულების რაზმის ბიჭები ხელმძღვანელობის უკანონო ბრძანების მსხვერპლნი გახდნენ
05-02-2015, 01:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სპეცდანიშნულების რაზმის ბიჭები ხელმძღვანელობის უკანონო ბრძანების მსხვერპლნი გახდნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე დაკავებულ პირებზე კომენტირებისას განუცხადა.

 


მინისტრის განმარტებით, გამოძიება გრძელდება, და თუ კიდევ გამოიკვეთება ვინმეს ბრალეულობა, ასევე მოხდება მისი დაკავება და პასუხისგებაში მიცემა.

 

 

“მოგეხსენებათ, პროკურატურას მიჰყავს ეს საქმე. ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთა, დააკავეს. გამოძიება გრძელდება და თუ კიდევ გამოიკვეთება ვინმეს ბრალეულობა, ასევე მოხდება მისი დაკავება და პასუხისგებაში მიცემა. რაც შეეხებათ სპეცრაზმელებს, რა თქმა უნდა, გვქონდა ინფორმაცია, რას აპირებდა პროკურატურა. რომ გითხრათ, არ გვქონდა და ისინი ისე გავათავისუფლეთ სამსახურიდან-მეთქი, ტყუილი იქნება. პროკურატურამ მოგვმართა, რომ უნდა მომხდარიყო მათი დაკავება, ამიტომ მოხდა მათი სამსახურიდან გათავისუფლება. ძალიან ვწუხვარ ამის გამო, რადგან სპეცდანიშნულების ბიჭები მათი ხელმძღვანელების უკანონო ბრძანების მსხვერპლნი გახდნენ. ეს ძალიან სამწუხაროა”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი