ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ იგი "შოკირებული და დამწუხრებულია შემაძრწუნებელი თავდასხმით", რომელიც ნიცაში მოხდა და დიდი ბრიტანეთი საფრანგეთის "მხარდამხარ" იდგება. ამის შესახებ BBC წერს.
მეის თქმით, თუკი დადასტურდება, რომ ნიცაში განხორციელებული თავდასხმა ტერორისტული აქტია, მაშინ მცდელობები უნდა გაორმაგდეს იმისათვის, რომ მტკიცედ დაუდგნენ ამ "მხეც მკვლელებს". "ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენი ღირებულებებისა და თავისუფლების სადარაჯოზე", – აღნიშნა მეიმ.
პრემიერ მინისტრის განცხადებით, საფრთხის დონე დიდი ბრიტანეთში უკვე კრიტიკულია – იგულისხმა ის, რომ ტერორისტული თავდასხმის საფრთხე ძალზე მოსალოდნელია – მაგრამ ოფიციალური პირები განიხილავენ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით.
მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახურებისა და პოლიციის დაფინანსება იზრდება, რათა კონტრ–ტერორისტული ზომები გატარდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.