საფრანგეთის ერთ-ერთი სატელევიზიო არხი იუწყება, რომ თავდამსხმელი დაქორწინებული იყო და სამი შვილი ჰყავდა. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული BFMTV პოლიციის წყაროებსა და ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 წლის ტუნისური წარმოშობის ფრანგი მამაკაცი ძალიან რელიგიური არ იყო და მისი მეზობლების განცხადებით, წელს რამადანს სრულად არ იცავდა. მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ იგი მუჰამედ ლაჰუაიეჯ ბუჰლელია.
მამაკაცმა სატვირთო ავტომანქანა ნიცაში შეჯგუფებულ ხალხში, რომლებიც ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ ფეირვერკებს შესცქეროდა, სწრაფი სიჩქარით შეიყვანა.
მძღოლმა ასევე მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. პოლიციამ იგი ადგილზევე მოკლა.
ბოლო მონაცემებით, ნიცაში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას 84 ადამიანი, მათ შორის, დაახლოებით 10 ბავშვი ემსხვერპლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.