ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა. საგზაო მონაკვეთის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
„ამ გზის მეშვეობით მგზავრებს საშუალება ექნებათ გვერდი აუქციონ მჭიდროდ დასახლებულ სამტრედიას და უფრო სწრაფად, კომფორტულად და უსაფრთხოდ გააგრძელონ გზა. ეს არის კიდევ ერთი ქვეპროექტი იმ დიდი პროექტისა, რასაც საქართველოს სატრანზიტო ავტომაგისტრალის განვითარება ჰქვია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო სამუშაოებში. მადლობას ვუხდი კონტრაქტორ კომპანიას, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომელმაც კარგი მენეჯმენტი გაუწია ამ პროექტს, ინფრასტრუქტურის მინისტრს და მის გუნდს, ჩვენს პარტნიორებს- იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB).
ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ინფრასტრუქტურის განვითარება, სატრანზიტო გზების განვითარება, რომელიც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, მეტი სარგებელი მიიღოს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობით და სატრანზიტო ფუნქციით. ამ გზით ისარგებლებს ყველა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ბიზნესმენები, ჩვენი პარტნიორი და მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები, რაც საქართველოს მოსახლეობას მოუტანს მეტ შემოსავალს“, – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირკაშვილმა ბედნიერი მგზავრობა უსურვა ყველას და განაცხადა, რომ დღეს ამ გზაზე სიმბოლურად პირველები გაივლიან ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც ხალხამდე სახელმწიფოს სერვისი მიაქვს. მისივე თქმით, ყველა სიახლე, რომელსაც მთავრობა ხალხის უკეთესი ცხოვრებისთვის აკეთებს, ამ გზით კიდევ უფრო სწრაფად მივა თითოეულ ოჯახამდე.
ბაში-დაფნარის 11-კილომეტრიანი მონაკვეთი მოიცავს ქუთაისის შემოვლითი - სამტრედიის (24 კმ-იანი გზის) 9 კილომეტრიან და სამტრედია-გრიგოლეთის (11.5 კმ-იანი გზის) 2 კილომეტრიან მონაკვეთებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი ბაშის კვანძიდან იწყება და არსებულ გზას დაფნართან უერთდება.
ქუთაისის შემოვლითი–სამტრედიის გზის 9 კილომეტრიან მონაკვეთზე 2 ზოლიანი ცემენტ–ბეტონის გზა დაიგო, აშენდა 5 ხიდი და გზაგამტარი. სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) დაფინანსებით კომპანია TODINI Costruzion Generali SPA” TAKENAKA CIVIL ENGINEERING&CONSTUCTION CO. LTD -მა განახორციელა.
სამტრედია-გრიგოლეთის 2-კილომეტრიანი მონაკვეთი 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მოწყობას ითვალისწინებს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM” ახორციელებს.
ახალი საგზაო მონაკვეთის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი გამოვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.