ფრანსუა ოლანდი: 84 მოკლულის გარდა, 50 ადამიანი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფება
15-07-2016, 08:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ნიცაში მომხდარი თავდასხმისას მოკლული 84 ადამიანის გარდა, 50 სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფება.

 

 

მან თავდასხმას "საზიზღარი" უწოდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ თვით ის ადამიანებიც კი რომელთაც დაზიანებები არ მიუღიათ თავდასხმის დროს, მთელი თავიანთი ცხოვრება ტრავმირებული იქნებიან იმის გამო, რაც მათ თვალწინ მოხდა.

 

 

მან აღნიშნა, რომ გარდაცვლილთა შორის არიან როგორც ფრანგი, ასევე უცხო ქვეყნების მოქალაქეები. მოკლულებს შორის ასევე ბავშვებიც არიან.

 

 

ამ დროისთვის ნიცაში მსხვერპლთა იდენტიფიცირება მიმდინარეობს. მსოფლიო მედიაში აღნიშნულის თაობაზე უკვე გარკვეული ინფორმაციები ვრცელდება. გარდაცვლილთა შორის არიან: ფრანგი 60 წლის მამაკაცი, ორი ამერიკელი - 41 წლის მამა და მისი 11 წლის შვილი, 54 წლის შვეიცარიელი ქალი, ერთი რუსი, ორი ამერიკელი, ერთი უკრაინელი.

 

 

ის, რომ ეს ადამიანები გარდაცვლილები არიან, ადასტურებენ ამ ქვეყნების ოფიციალური უწყებები.

 

 

გერმანიის ოფიციალური უწყების ცნობით, იძებნება გერმანიის სამი მოქალაქე.

 

 

შეიარაღებული თავდასხმა ნიცაში ადგილობრივი დროით, 23:00 საათზე მოხდა. მამაკაცმა სატვირთო ავტომანქანა ნიცაში შეჯგუფებულ ხალხში, რომლებიც ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ ფეირვერკებს შესცქეროდა, სწრაფი სიჩქარით შეიყვანა. მძღოლმა ასევე მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. პოლიციამ იგი ადგილზევე მოკლა.

 

 

საფრანგეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული, რომელიც ხვალიდან დაიწყება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი