საფრანგეთი დგას ბრძოლის წინაშე, რომელიც ხანგრძლივი იქნება, - აღნიშნული განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლადმა ნიცაში მომხდარი შეტაკების დროს დაზიანებული ადამიანების საავადმყოფოში მონახულების შემდეგ გააკეთა.
ოლანდმა თქვა, რომ სატვირთო ავტომანქანით თავდასხმა განხორციელდა იმისათვის, რომ "დააკმაყოფილოს ინდივიდუალური პირისა თუ შესაძლოა ჯგუფის სისასტიკის წყურვილი".
ოლანდის განცხადებით, 84 მოკლულის გარდა, 50 ადამიანი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფება.
მან თავდასხმას "საზიზღარი" უწოდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ თვით ის ადამიანებიც კი რომელთაც დაზიანებები არ მიუღიათ თავდასხმის დროს, მთელი თავიანთი ცხოვრება ტრავმირებული იქნებიან იმის გამო, რაც მათ თვალწინ მოხდა. მან აღნიშნა, რომ გარდაცვლილთა შორის არიან როგორც ფრანგი, ასევე უცხო ქვეყნების მოქალაქეები. მოკლულებს შორის ასევე ბავშვებიც არიან.
შეიარაღებული თავდასხმა ნიცაში ადგილობრივი დროით, 23:00 საათზე მოხდა. მამაკაცმა სატვირთო ავტომანქანა ნიცაში შეჯგუფებულ ხალხში, რომლებიც ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ ფეირვერკებს შესცქეროდა, სწრაფი სიჩქარით შეიყვანა. მძღოლმა ასევე მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა.
საფრანგეთის ერთ-ერთი სატელევიზიო არხი იუწყება, რომ თავდამსხმელი დაქორწინებული იყო და სამი შვილი ჰყავდა.
31 წლის ტუნისური წარმოშობის ფრანგი მამაკაცი ძალიან რელიგიური არ იყო და მისი მეზობლების განცხადებით, წელს რამადანს სრულად არ იცავდა. მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ იგი მუჰამედ ლაჰუაიეჯ ბუჰლელია. იგი პოლიციამ ადგილზე მოკლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.