საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზე მას შემოთავაზება ჯერ არ მიუღია, თუმცა ამ საკითხზე საუბარი და პოლიტიკური კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებში რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს. ამის თაობაზე სააკაშვილმა უკრაინულ "მეხუთე არხთან" ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ინტერვიუში ისიც განაცხადა, რომ მისი გუნდის წევრებმა, რომლებიც უკრაინაში მაღალ თანამდებობზე დაინიშნენ, მალე საქართველოში უნდა განაგრძონ რეფორმების განხორციელება.
"ჩვენ გვყავს ქართველების გუნდი, რომლებიც მუშაობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, პარლამენტის ფრაქციებთან. მათი ნაწილი იუსტიციის სამინისტროში წავიდა, ნაწილი შს სამინისტროში, ნაწილი კიევის მერიაშია. ერთადერთი რაც მე შემიძლია დავადასტურო, არის ის, რომ მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ამ საქმეს ხელი მოვკიდოთ. მე ვფიქრობ, თუ ახლა არ იქნება კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ წინსვლა, ყველაზე უარესი სცენარი, პუტინის ყველაზე ცუდი ჩანაფიქრი რეალიზდება", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, უკრაინაში მყოფი ქართული გუნდი საბოლოოდ ყველანი უნდა დაბრუნდნენ საქართველოში და განაგრძონ საქართველოში რეფორმები.
"არც ერთი ჩვენგანი არ უნდა დარჩეს დიდხანს უკრაინაში. უკრაინა უნდა ააშენოს უკრაინელებმა. თუმცა, ამ გარდამავალ პერიოდში ჩვენ რითაც შევძლებთ მზად ვართ უკრაინას დახმარება გავუწიოთ", -განაცხადა სააკაშვილმა.
კითხვაზე, დათანხმდება თუ არა უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის ამ პოსტს, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ჯერ ეს მას უნდა შესთავაზონ.
"თუმცა, მე სერიოზულად ვფიქრობ, რომ მე და ჩემი გუნდი ამ პროცესებში შევძლებთ მონაწილეობის მიღებას", -დასძინა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.