საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოში ამერიკის და ევროკავშირის ელჩები სტუმრობდნენ.
იან კელი და იანოშ ჰერმანი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა მიიღო. შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე და საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე ამ პროცესში.
„ბათუმში სტუმრობისას ყოველთვის ვსტუმრობ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ბატონ პაპუაშვილს ვხვდები. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განვითარებას და ამ ნაწილში, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია პროფესიონალური და დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა, რომელიც იქნება თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური კონტროლისგან“, - აღნიშნა იან კელიმ.
იანოშ ჰერმანის თქმით, კი საკონსტიტუციო სასამართლო ქართული დემოკრატიის სიმბოლოა და ევროკავშირი მხარს უჭერს კანონის უზენაესობას. მისი განცხადებით, პროგრესი, რომელმაც საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიაღწია, საკონსტიტუციო სასამართლოს დამსახურებაცაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.