ინფრასტრუქტურის სამინისტრო: ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გვირაბის გაკეთება, შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილია
15-07-2016, 10:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გვირაბის გაკეთება პრაქტიკულად გადაწყვეტილია, – ამის შესახებ guardian.ge–ს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ განუცხადა.

 

 

"აქ არის პროგრესი. მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, ალბათ, ძალიან მალე კონკრეტული ინფორმაცია ამის შესახებაც დაიდება. გვირაბი რომ ამ მიმართულებით გაკეთდეს, ეს შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილია. მაგრამ აქ არის საჭირო სერიოზული კვლევა იმისთვის, რომ ზუსტად დაიგეგმოს, თუ რა ზომის გვირაბი დაგვჭირდება. და ზუსტად საუბარია ახლა იმაზე, რომ დავიწყოთ პროცესი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და გაკეთდეს ზუსტი პროექტი", – აღნიშნა გიორგი სეთურიძემ.

 

 

მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობის დავალებით "ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს" და მისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ "მომავალ წელს გვქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია და ციფრები" იმისათვის, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ.

 

 

"წელს გვირაბი ვერ მოესწრება, ეს ძალიან დიდი პროექტია, თითო პროექტის მომზადებას ძალიან დიდი დრო, ალბათ, მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება. გზების დეპარტამენტი მუშაობს იმაზე, რომ მთავრობას წარუდგინოს ზუსტი პროექტი," განაცხადა გიორგი სეთურიძემ.

 

 

სეთურიძის ინფორმაციით, წელს დაიწყება ლენტეხი–უშგული– მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 100 მილიონის ღირებულების პროექტის განხორციელება. აღნიშნულ პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სავარაუდოდ, აგვისტოში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

 

 

"ლენტეხი-მესტიის გზა არის დაახლოებით 100 კმ-ი, აქედან 48 კმ-ი – მესტიის მხრიდან დაახლოებით 23 და ლენტეხის მხრიდან დაახლოებით 25 კმ – ტენდერზეა გატანილი 4 ლოტად, უფრო ზუსტად რომ გითხრათ, 3 ლოტზე გამოცხადებულია ტენდერი, მეოთხე კი ცვლილებებს განიცდის პროექტში და მასზეც უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი.

 

 

წელს დაიწყება 48 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, იმედია, სამუშაოები იქნება საკმაოდ წარმატებულად ორგანიზებული. წელს ეს გზა ნამდვილად დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება. რაც შეეხება დარჩენილ 52 კმ-ს, ჩვენ ვვარაუდობთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ 2018 წლის დასაწყისში სამუშაოები დაიწყოს. უფრო სწორედ 2017 დაიწყება დაახლოებით და გადავა 2018-ში. და 2018 წლის ბოლომდე ვგეგმავთ დავასრულოთ სამუშაოები.

 

 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პერიოდი. კანონით გათვალისწინებულ ვადებში გაუფორმდებათ პრეტენდენტებს ხელშეკრულება და ვვარაუდობთ, რომ აგვისტოში მათ აქტივობა უნდა დაიწყონ", – განუცხადა guardian.ge–ს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ.

 

 

გიორგი სეთურიძის თქმით, ლენტეხი–უშგული– მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რის შესახებაც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია, სახელმწიფო კი ამ გზის რეაბილიტაციაში, დაახლოებით, 100 მლნ ლარს დახარჯავს.

 

 

ლენტეხი-უშგულის მონაკვეთის სარეაბილიტაციო პროექტის მიხედვით, გზა აღმოსავლეთიდან უვლის დასახლებულ პუნქტებს და გადის უშგულში, უშგულიდან კი მესტიაში. გზა გაივლის 36 სოფელს, მათ შორის, საყდარს, მარგვიშს, ლაშხეთის სოფლებს. ამ მონაკვეთის მშენებლობა იძლევა საშუალებას ცაგერი-ლენტეხის გავლით, უმოკლესი გზით მოხვდეს ადამიანი მესტიაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი