მოძრაობამ „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
ხელმოწერების შეგროვება კამპანიის ფარგლებში „თავისუფალი სასამართლო ხალხს“ ხორციელდება.
როგორც პარტიაში განმარტავენ, სულ უნდა შეგროვდეს 30 000 ხელმოწერა იმისთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას იმ უკანონობას, რომელსაც ადგილი აქვს სასამართლო ხელისუფლებაში.
პაატა ბურჭულაძის პარტიის ცნობით, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობის დათხოვნას და საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევას, ასევე, იცვლება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და პროცედურა.
„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მართავს სრული უკანონობა და ჩაწყობა. გუშინ გამართულმა კენჭისყრამ კიდევ ერთხელ ჩამოხსნა ნიღაბი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოუტანა განაჩენი საკუთარ თავს. გუშინდელი დღე იყო სასამართლოს წინასაარჩევნო შემზადება იმისთვის, რომ გათეთრდეს ის უკანონობები, რომელსაც ადგილი ექნება არჩევნების განმავლობაში. ამ სასამართლოს პირობებში არჩევნების ჩატარებას არავითარი აზრი არა აქვს. პარლამენტმა უკვე დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი. ჩვენ თვის ბოლომდე უნდა შევაგროვოთ ეს ხელმოწერები, რის შემდეგაც მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს და პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივით. კანონპროექტი მიზნად ისახავს რადიკალური ცვლილებების გატარებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და საერთო სასამართლოებში“, - აცხადებენ პარტიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.