სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი პატარიძის განცხადებით, მოქალაქეებს, რომელთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს არჩევნებამდე ვადა გასდის, უფასო ID ბარათების აღება შეეძლებათ.
ამის შესახებ პატარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აქცია დღეს იწყება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.
აქცია ასევე შეეხება მათ, ვისაც უკვე შეუსრულდა ან 2016 წლის 9 ოქტომბრამდე უსრულდება 18 წელი.
„დღეიდან ჩვენ ვიწყებთ მორიგ აქციას, რომელშიც მონაწილეობა შეეძლება ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც უკვე შეუსრულდა ან 2016 წლის 9 ოქტომბრამდე შეუსრულდება 18 წელი; ასევე მათ, ვისაც 2016 წლის არჩევნებამდე პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე ვადა გასდით. შესაბამისად, უკვე მინდა მოვუწოდო ამ მოქალაქეებს, მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს და ასევე, საზოგადოებრივ ცენტრებს, სადაც ყოველგვარი საფასურის გარეშე შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ID ბარათი“, - განაცხადა გიორგი პატარიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.